აბუ დაბი – TOP 10 ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

აბუ დაბი სავსეა ულამაზესი, თანამედროვე არქიტექტურით, ისტორიული მეჩეთებითა და სავაჭრო ცენტრებით, რაც გულგრილს არავის დატოვებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ-დაბი, მოსახლეობის მხრივ სპარსეთის ყურეში მეორე ყველაზე დიდი ქალაქია. ის მოგზაურებისთვის ყოველთვის ასოცირდებოდა ადგილთან, სადაც ტურისტული ლოკაციები და მრავალფეროვანი თავგადასავლების პერსპექტივა, საკმაოდ დიდია.

გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას და რეკომენდაციას თუ რა ადგილები უნდა მოინახულოთ აბუ დაბიში მოგზაურობისას, რათა მაქსიმალურად ჩაეფლოთ ქალაქის ღირშესანიშაობებსა და კულტურაში, გაითვალისწინოთ ადგილობრივი წესები და მიიღოთ განსაკუთრებული გამოცდილება, დაუვიწყარ მოგონებებთან ერთად.

ქუთაისი აბუდაბი ავიაბილეთები შეგიძლიათ ექსკლუზიურ, ყველაზე დაბალ ფასად მხოლოდ FLYAVIA.GE -ზე შეიძინოთ, დაგვირეკე 500505068 (Whatsapp/Viber) ან მოგვწერე ჩათში.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სასახლე

სასახლე, ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, აქ თქვენ შეხვდებით აყვავებულ ბაღებს, პალმებს, შადრევნებს, რაც ეგზოტიკურ გარემოს ქმნის.

\"ემირატების

აბუ დაბის უდაბნო


თუ კი თავგადასავლები განსაკუთრებულად გიყვართ მაშინ  სწორედ ის ადგილია, რომელიც თავისი განსაცვიფრებელი ადგილმდებარეობითა და ულამაზესი, ოქროსფერი ხედებით გამოირჩევა. ყველაზე მღელვარე ერთდღიანი მოგზაურობა ან ღამისთევა ქალაქ აბუ-დაბიდან სამხრეთით უდაბნოს დიუნებისკენ, ლივა ოაზისისკენ ან ალ-ხატიმისაკენ გელოდებათ. მოინახულეთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვიშის დიუნები, მოიწყვეთ აქლემებით ლაშქრობა და ღამით უყურეთ ვარსკვლავებით მოჭედილ ზღაპრულ ცას.

\"აბუ

შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი

თეთრ მარმარილოში შემოსილი, ულამაზესი შეიხ ზაიდის დიდი მეჩეთი, აბუ-დაბის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა. მეჩეთი აერთიანებს მამელუკის, ოსმალეთისა და ფატიმიდური დიზაინის ელემენტებს, რომელიც ქმნის ჰარმონიულობას თანამედროვეობასთან. ინტერიერი შედგება მინის ნაკეთობების და რთული ჩუქურთმებისას. სასახლის მშენებლობა ოცი წელი გრძელდებოდა.

\"შეიხ

 

აბუ დაბის ლუვრი

აბუ დაბის ლუვრი, რომლის შენობაც დააპროექტა არქიტექტორმა ნუველემ, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა 2017 წელს. ლუვრის 12 გალერეაში განთავსებულია მსოფლიო დონის კოლექციები, ადამიანის მიღწევები ხელოვნებაში, ნეოლითიდან დღევანდელობამდე.

\"აბუ

პარკი Umm Al Emarat

მაშინაც კი როდესაც წახვალთ ამ \”ხუთვარსკვლავიანი\” პარკიდან, თქვენ არ დაგტოვებთ იმის შეგრძნება რომ სულ ახლახანს სტუმრობდით არა უბრალოდ პარკს არამედ ნამდვილ მუზეუმს. პარკი უმაღლეს დონეზეა მოვლილია და იქ ნახავთ უამრავ დიზაინერულ ნამუშევრებს. შესვლის ფასს ნანახი მართლაც ამართლებს.

\"პარკი

 

სანაპირო Corniche

კორნიში თავისი თეთრი ქვიშის ნაპირით გადაჭიმულია ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს მთელ სიგრძეზე. აქიდან იშლება შეუდარებელი ხედი ცნობილ ცათამბჯენებზე, რომელებიც განთავსებულია სანაპიროს გაყოლებაზე. გამოყოფილი ველობილიკები სანაპიროს გაყოლებაზე და ამ რაიონის ლანდშაპტური ბაღები ამ ადგილს დასვენებისთვის საუკეთესო ადგილად აქცევენ.

\"სანაპირო

Observation Deck at 300

ადიხარ ლიფტით 74-ე სართულზე აბუ დაბის ერთ-ერთ ცათამბჯენზე, იმისათვის რომ დატკბე ქალაქის და სანაპირო ზოლის პანორამული ხედით. გადმოსახედი სივრცე მდებარეობს სასტუმრო Jumeirah -ს მთავარ შესასვლელთან.

\"Observation

პლაჟი Saadiyat

საჯარო პლაჟი საადიიატის კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, უპირობოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად აბუ დაბიში, თეთრი ქვიშა. სანაპიროსთან ახლოს არის დაცული ტერიტორია სადაც კუები ბუდობენ. მაშველები სანაპიროზე აქ მზის ჩასვლამდე მუშაობენ.

\"saadiyat

 

ფინანსური ცენტრი Abu Dhabi Global Market Square

თუ თქვენ მოგწონთ თანამედროვე არქიტექტურა, აუცილებლად გაემგზავრეთ კუნძულზე ალ-მერია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ შუშისა და რკინის საოფისე შენობების კლასტერი, რაც წარმოადგენს აბუ დაბის ფინანსურს ცენტრს.

\"abu

გასართობი პარკი Warner Bros. World Abu Dhabi

Warner Brothers ბრენდის მსოფლიოში პირველი გასართობი პარკი მალევე გახდა პოპულარული როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში. 29 ატრაქციონი, გასართობი შოუები და ინტერაქციული სივრცეები, რომელიც გადანაწილებულია ექვს თემტურ ზონაში. აქ ნამდვილად დაუვიწყარი შტაბეჭდილებები დაგეუფლებათ.

\"warner

 

შეგახსენებთ, რომ აბუდაბის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან სრულდება Wizz Air Abu Dhabi -ს მიერ. გაერთიანებულ ემირატებში ვიზიტისთვის საქართველოს მოქალაქეს 2022 წლიდან ვიზა არ ესაჭიროება. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.

ქუთაისი აბუ დაბი ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ FLYAVIA.GE -ზე, დაგვირეკე 500505068 (Whatsapp/Viber) ან მოგვწერე ონლაინ ჩათში

[tp_direct_flights_route_shortcodes]
Origin cannot be blank.
Destination cannot be blank.
Scroll to Top
500505068