ნიდერლანდების ყველაზე დიდ აეროპორტში შიფოლში მგზავრთა უსაფრთხოების კონტროლის დრო 3 წამამდე შეამცირეს.
ეს შესაძლებელი გახდა თნამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით, აეროპორტმა შეისყიდა და განაახლა 53 სპეციალური სკანერი, რომელიც ამოწმებდა მგზავრებს სახიფათო საგნებზე.
თანამედროვე ტექნოლოგია სულ რაღაც 3 წამში აფასებს, აქვს თუ არა მგზავრს რაიმე საშიში ნივთი. აგრეთვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა შეამციროს იმ მგზავრთა რაოდენობა რომელთა უფრო დეტალურ შემოწმებაზე გაშვებაა საჭირო.
შიფოლის აეროპორტი იმედოვნებს რომ ახალი ტექნოლოგია მათ საშუალებას მისცემთ მარტივად გაუმკლავდნენ გაზრდილ მგზავრთა ნაკადს. აეროპორტს მოლოდინი აქვს რომ მაისის დღესასწაულებზე ამსტერდამიდან 80 000 მგზავრი იმოგზაურებს ყოველდღიურად.
ადრე შიფოლის აეროპორტმა შეიძინა მსგავსი ტიპის სკანერები ხელბარგისთვის, რომელიც იყენებს კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნოლოგიას, ეს მოწყობილობა ისე ამოწმებს ბარგს რომ ბარგიდან მგზავრებს ტექნიკის ამოღება აღარ უწევდათ ცალკე კონტროლისთვის. გარდა ამისა აეროპორტმა მოხსნა სითხის გადატანის მკაცრი შეზღუდვებიც.