დაბალბიუჯეტიანი მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინეუ – თბილისი – კიშინეუს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას იწყებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები 20 ივნისიდან ყოველდღიურად შესრულდება. სააგენტომ აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.