ინდური ავიაკომპანია IndiGo , 18 აგვისტოდან, საქართველოში ფრენებს იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენების დასაწყებად აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.
GCAA -ს განცხადებით, კომპანია დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე კვირაში სამჯერ იფრენს.
\”საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება\”, – აღნიშულია განცხადებაში.