ვიზიარი

ახალი პირდაპირი მიმართულება ქუთაისიდან – 109 ლარიდან

დღეს ცნობილი გახდა, რომ WizzAir ქუთაისის აეროპორტში მეოთხე ბაზირებულ ავიახომალდს ამატებს.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის დეკემბრიდან შესრულდება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია  109 ლარიდან, უფასო ჯავშანისთვის დაგვირეკე ან მოგვწერე 500505068

ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება. ბაზირებული ავიახომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში გაზრდის რეისების რაოდენობას 28-მდე და დამატებით სიხშირეებს გახდის ხელმისაწვდომს ათენის, ბარსელონის, ბერლინის, დორტმუნდის, მემინგემის, მილანის, პარიზის, პრაღისა და რომის მიმართულებით.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი ქუთაისის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

იაფი ავიაბილეთების შესაძენად მოგვწერე ან დაგვირეკე 500505068

Scroll to Top
500505068