ფასები ცნობილია – რა ეღირება Euro 2024 -ზე დასასწრები ბილეთები

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

გულშემატკივრებს მისი შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე შეეძლებათ. ფედერაციის ცნობით, დამატებით ინფორმაციას ისინი უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.

მატჩების განრიგი:
საქართველო VS თურქეთი (18 ივნისი, დორტმუნდი)
საქართველო VS ჩეხეთი (22 ივნისი, ჰამბურგი)
საქართველო VS პორტუგალია (26 ივნისი, გელზენკირხენი)
ბილეთების ღირებულება:
Fans First – €30
III კატეგორია – €60
II კატეგორია – €150
I კატეგორია – €200
პრემიუმ ადგილები – €400

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068

Scroll to Top
500505068