ჯორჯიან ეარვეისი გერმანიაში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ავიაკომპანია ფრენებს დორტმუნდში, ჰამბურგსა და დუსელდორფში განახორციელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
- თბილისი დორტმუნდი – 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს)
- თბილისი ჰამბურგი – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს)
- თბილისი დუსელდორფი – 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)
აღნიშნულ რეისებზე ავიაბილეთების შეძენა 1 -ლი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება.