Georgian Airways -ი ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ნიცას მიმართულებით ფრენებს შეასრულებს, როგორც ავიაკომპანიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შემდეგ კომპანიამ ნიცას მიმართულებით ზამთარში ოპერირების გადაწყვეტილებაც მიიღო.
„გაცნობებთ, რომ ნიცას მიმართულებით, ფრენები გაგრძელდება ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს“, – აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.