Georgian Wings თბილისი ბათუმი თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი თბილისი- ბათუმი- თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.

ავიაკომპანია Geosky -ს ინფორმაციით, პირველი რეისი 2023 წლის 28 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება.

მგზავრებს, 70 ადამიანზე გათვლილი საჰაერო ხომალდი ყოველდღე, კვირაში 12 სიხშირით მოემსახურება.

\”დღეიდან ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძებელია, ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში, ხოლო 15 ივლისიდან – ოფიციალური ვებ გვერდის Georgianwings.com -ის მეშვეობით,\”-აცხადებენ ავიაკომპანიაში.

Georgian Wings -ის წარმომადგენელის განცხადებით, ტურისტულ ბაზარზე არსებული მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ მიმართულებად ქვეყნის შიდა ფრენებზე გაეკეთებინა აქცენტი და მგზავრებისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, სულ რაღაც 55 წუთიანი ფრენის ხანგრძლივობით ყოველდღიური რეისები შეეთავაზებინა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მხოლოდ ავიაკომპანია Georgian Wings -ი სთავაზობს მგზავრებს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკეთ 500505068

Scroll to Top
500505068