2023 წლის იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 85 508 მგზავრმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ პანდემიამდელ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 53%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ავიარეისებს, გასულ თვეში ქუთაისის აეროპორტი 294 რეისს მოემსახურა. 2019 წლის იანვართან შედარებით, ავიარეისების ზრდის მაჩვენებელმა 56% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში ქუთაისის აეროპორტით 39 632-მა მგზავრმა ისარგებლა, ავიარეისების ჯამურმა რაოდენობამ კი 165 რეისი შეადგინა.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია, 17 ქვეყნის, 28 მიმართულებით ოპერირებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan -ი პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს.
ავიაბილეთები ექსკლუზიურ ფასად ყველა მიმართულებით, დაგვირეკე ან მოგვწერე 500505068 (Whatsapp/Viber)