იტალია

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტების საყურადღებოდ

რაც შეეხება ქართული საბუთების ლეგალიზაციას იტალიაში წარსადგენად, ყველა ქართველი ემიგრანტის საყურადღებოდ!

გთხოვთ ყველამ იცოდეთ და გახსოვდეთ, რომ დაწყებული 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველო გაწევრიანდა ჰააგის კონვენციაში, ნებისმიერი ქართულ საბუთის იტალიაში (და ჰააგის წევრ სხვა ქვეყანაშიც) წარსადგენად აღარ არის საჭირო იტალიის საკონსულოში წასვლა (თბილისში), რიგში ჩადგომა, უამრავი დროის ნერვების და ფულის დახარჯვა და ლეგალიზირება, არამედ, საკმარისია ა პ ო ს ტ ი ლ ი თ დამოწმება იუსტიციის სახლში.

ამას იმიტომ ვწერ, რომ იტალს სახელმწიფო ორგანოების მოხელეების კვლავაც განაგრძობენ ემიგრანტების შეცდომაში შეყვანას და კვლავაც ითხოვენ საკონსულოს მიერ ლეგალიზებულ საბუთებს, ანდა, ამ ლეგალიზებას, როგორც როგორც თვითონ ამბობენ, \”ალტერნატივის\” სახით გვასაღებენ.

ზოგმა მოხელემ ჯერაც არ იცის, რომ საქართველოც შედის ჰააგის კონვენციაში, ანდა, უბრალოდ ფულს აკეთებინებენ საკონსულოებს. ასე, რომ, თუ რომელიმე იტალიური დაწესებულება (კვესტურა, პრეფექტურა, კომუნე), პერმესოს ან მოქალაქეობის მისაღებად, ან სხვა რაიმე მიზეზით, მოგთხოვთ იტალიის საკონსულოს ლეგალიზაციას, აუცილებლად განუმარტეთ, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს საჭირო აღარაა დაწყებული 2007 წლიდან!

იტალიურად ასე ჩამოუყალიბეთ, ამით თქვენ თავსაც უშველით და სხვასაც, ვისაც მომავალში დაუპირებენ შეცდომაში შეყვანას: la Georgia dal 2007 fa parte della \”Convenzione dell\’Aia del 1961\” che libera i cittadini dei paesi aderenti (tra cui quindi anche la Georgia) dall\’obbligo di legalizzare i documenti al consolato italiano in Georgia. Quindi, a partire dal 2007 la Georgia rilascia i certificati e mette l\’apostille a regola della Convenzione dell\’Aia, e questi certificati sono validi per tutto il territorio italiano (Prefettura, questura, comune, ecc), senza l\’obbligo di essere successivamente legalizzati anche al Consolato Italiano in Georgia.

ანალოგიური სიტუაცია შემემთხვა ზუსტად დღეს, კომუნემ მომთხოვა საკონსულოს ლეგალიზაცია. გავბრაზდი, განვუმარტე, გაღიზიანდა, მაგრამ დამეთანხმა.

ქვემოთ არის იტალიის პრეფექტურის ბმული, სადაც გარკვევით წერია ჰააგის კონვენციის შესახებ, სადაც საქართველოც შედის.

http://www.prefettura.it/FILES/docs/1173/Convenzione_Aja_Stato_applicazione.pdf

წყარო: exclusivetv.ge

იაფი ავიაბილეთები შეგიძლია ჩვენს ოპერატორებთან შეიძინო 500505068

Scroll to Top
500505068