ავიაკომპანია Jazeera Airways აფართოებს ფრენის არეალს და ამატებს ახალ მიმართულებას ბათუმი ელ ქუვეითი ბათუმი
ფრენები ბათუმი ელ ქუვეითი ბათუმის მიმართულებით განხორციელდება 2024 წლის 14 ივნისიდან – 2024 წლის 13 სექტემბრამდე კვირაში 3 სიხშირით.
ორმხრივი ავიაბილეთები ს საწყისი ღირებულება ამ მომენტისთვის შეადგენს – 865 ლარს.
შეგახსენებთ, რომ ქუვეითთან საქართველოს უვიზო რეჟიმი არ აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: ქუვეითის სახელმწიფოში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეს ვიზის [90 დღემდე მოქმედების ვადით] მიღება შეუძლია სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ვიზის საფასური შეადგენს 6 KWD ქუვეითურ დინარს [დაახლოებით 21 აშშ დოლარი].