იორდანიის ავიაკომპანია Jordan Aviation -მა ამანი-ბათუმი-ამანის საჰაერო ხაზზე ოპერირება განაახლა. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ავიაკომპანიამ მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი უკვე შეასრულა.
ავიაკომპანია ამანიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით იფრენს. ხოლო რაც შეეხება თბილისის მიმართულებას, Jordan Aviation -ი ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე ფრენებს ივნისიდან კვირაში ორი სიხშირით განაახლებს.
ავიაბილეთების დასაჯავშნად მოგვწერე ან დაგვირეკე 500505068
წყარო: avianews.ge