Korean Air საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სეზონური ჩარტერული ფრენები დაინიშნა.

ავიაკომპანია Korean Air -ის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები ინჩეონსა და თბილისს შორის შესრულდება 22 მაისს, 5 და 20 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ Korean Air -მა საქართველოს მიმართულებით არარეგულარული რეისები 2018 და 2019 წლებშიც შეასრულა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, კორეულ ავიაკომპანიას საქართველოს მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2024 წლის 2 მაისს მიანიჭა.

Scroll to Top
500505068