აბუ დაბი – გაერთიანებული ემირატების დედაქალაქი, წარმოადგენს მოგზაურებისთვის საოცარ მიმართულებას. ეს ქალაქი გაგაოცებთ თავისი დიდებული ცათამბჯენებით, ძვირფასი სასტუმროებით, მდიდარი კულტურით და უსასრულო სანაპიროებით. ამ სტატიაში ამომწურავად გეტყვით რატომ უნდა იმოგზაუროთ აბუ დაბიში და როგორ შეიძინოთ ქუთაისი აბუ დაბი ავიაბილეთები
კულტურული სიმდიდრე
აბუ დაბი გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ჩაეფლოთ რეგიონის უმდიდრეს კულტურულ ისტორიაში. ვიზიტორებს შეუძლიათ ესტუმრონ შეიხ ზაედის ცნობილ მეჩეთს, ის მსოფლიოში ყველაზე დიდი და დიდებული მეჩეთია ან შეგიძლიათ ეწვიოთ საადიათის კულტურულ რაიონს, სადაც განთავსებულია სამხატვრო და საგამოფენო გალერეები.
დასვენება და გართობა
აბუ დაბი განთქმულია ძვირადღირებული სასტუმროებით, რომლებიც გთავაზობენ საუკეთესო მომსახურებას და შთამბეჭდავ კომფორტს. დამსვენებლს შესაძლებლობა აქვთ დატკბნენ იდეალური დასვენებით სასტუმროს პლაჟზე ისეთ სასტუმროებში როგორიაა ემირატ პალასი ან ატლანტისი, ან შეგიძლიათ ესტუმროთ დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის ფერარის და უოლტ დისნეის გასართობ პარკს.
თავგადასავალი უდაბნოში
დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის შეგიძლიათ გაემგზავროთ უდაბნოს ტურში, რომელიც დაგეხმარებათ ავთენტური არაბული კულტურის გაცნობაში. საფარი ტური მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, როგორიცაა ქვიშის დიუნებზე სრიალი, აქლემებზე გასეირნება, კვადროციკლებით უდაბნოში შესვლა და რა თქმა უნდა მზის ჩასვლის გასაოცარი ხედები.
შოპინგი და სარესტორნო სამოთხე
აბუ დაბი – შოპაჰოლიკების სამოთხეა, თუ ეს შოპინგი თქვენი მოწოდებაა შეგიძლიათ ესტუმროთ ისეთ ცნობილ სავაჭრო ცენტრებს როგორიაა აბუ დაბი მოლი და მარინა მოლი, სადაც წარმოდგენილი მსოფლიო ბრენდები და მათი უნიკალური პროდუქცია. შოპინგის შემდეგ ნამდვილად სასიამოვნოა საუკეთესო რესტორნების სტუმრობა, რომლებიც მრავალფეროვან სამზარეულოს გთავაზობენ, წარმოადგენილია ტრადიციული არაბული დელიკატესები და ინტერნაციონალური კერძები.
როგორ შევიძინოთ ქუთაისი აბუ დაბი ავიაბილეთები
ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენიმე სტრატეგია:
დაგეგმეთ მოგზაურობა წინასწარ – რაც უფრო ადრე დაიწყებთ ავიაბილეთების ფასის გადამოწმებას მით მეტია იმის შანსი რომ იპოვით კარგ შეთავაზებას, რაც უფრო ახლოვდება ფრენის დრო, როგორც წესი ავიაბილეთების ფასები უფრო ძვირდება.
შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები – როდესაც ავიაბილეთებს ყიდულობთ ორივე გზის ავიაბილეთებს წინასწარ, როგორც წესი ყოველთვის უფრო იაფი დაგიჯდებათ ვიდრე ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.
გამოიყენეთ საძიებო სისტემები – საუკეთესო შედეგების მისაღებად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქუთაისი აბუ დაბი იაფი ავიაბილეთები FlyAvia.Ge -ს საძიებო სისტემაში tickets.flyavia.ge სადაც ძალიან მაღალია იმის შანსი რომ ავიაკომპანიაზე უფრო დაბალ ფასად ნახოთ ავიაბილეთები.
გადაამოწმეთ ფასები ოპერატორთან – თქვენზე მორგებული ინდივიდუალური შეთავაზების და მაღალ ხარისხიანი მომსახურების მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ FlyAvia -ს გამოცდილ ოპერატორებს ნომერზე 500505068 ოპერატორის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი ავიაბილეთები 48 საათით, გამგზავრებისთვის საჭირო ონლაინ check-in -ს აგრეთვე მოგიმზადებთ ოპერატორი.
ფრენის ხანგრძლივობა
ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ხანგრძლივობა შეადგენს 3 საათსა და 30 წუთს
ავიაკომპანიები
ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ასრულებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია wizzair
[tp_direct_flights_route_shortcodes]Origin cannot be blank.
Destination cannot be blank.