ქუთაისი პრაღა

ქუთაისი პრაღა ავიაბილეთები 99 ლარიდან

პრაღა – შუასაუკუნეების მაგია, ხელოვნება და რომანტიკა.

ჩეხეთის გული, პრაღა, წარმოადგენს კულტურულ სიმდიდრეს, ისტორიას და ესთეტიკად. შუასაუკუნეების ატომოსფეროთი გაჟღენთილი დედაქალაქი, თავისი უნიკალური არქიტექტურით, ხელოვნებითა და რომანტიკით იზიდავს ყოველწლიურად უამრავ ვიზიტორს, მსოფლიოს ყველა წეერტილიდან.

ისტორიული მარგალიტები

პრაღის ისტორიული ღირშესანიშნაობიბიდან გამორჩეულია პრაღის ციხე – ჩეხეთის დედაქალაქის სიამაყე და სიხარული. აქ განთავსებულია წმინდა ვიტუსის ტაძარი, სამეფო სასახლე და ოქროსფერი ქუჩა, რომლის მაგიაც ვიზიტორებს წარსულში აბრუნებს.

ძველი ქალაქის მოედანი

ძველი ქალაქის მოედანი ეს არქიტექტურის ცოცხალი მუზეუმია, სადაც დიდი საათი, ფანტანტები და ძველებური სახლები ქმნიან დაუვიწყარ ატმოსფეროს.  აქ ყველა ქვა და ფასადი ინახავს ისტორიას, სახლები კი, რომელთაც საუკუნეებს გაუძლეს აცოცხლებენ წარსულს.

კარლოვის ხიდი

კარლოვის ხიდი, რომელიც ვლტავის თავზეა აგებული, წარმოადგენს არქიტექტურულ საოცრებას, რომელი შემკულია ბარელიეფებით და წმინდანთა ქანდაკებებით. საღამოს კი ხიდი ეხვევა მისტიურ აურაში, რაც გასეირნების და ფოტოგრაფიისთვის საუკეთესო ფონს ქმნის.

ხელოვნება და კულტურა

პრაღა – ეს არა მხოლოდ ძველი შენობების ქალაქია, არამედ ის კულტურის ცენტრია. ნაციონალური გალერეა და მუზეუმი გვთავაზობს ჩეხ და მსოფლიო მხატვრების უძვირფასეს ხელოვნების ნიმუშებს. თეატრები და საკონცერტო დარბაზები კვლავ ინარჩუნებენ მაღალ სახელოვნები ტრადიციებს, რაც პრაღაში ვიზიტს ნამდვილ კულტურულ დღესასწაულად აქცევს.

ტრანსპორტი პრაღაში

პრაღას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული სატრანსპორტო სისტემა, მეტროს, ტრამვაის და ავტობუსების ჩათვლით, რაც ქალაქში გადაადგილებას ეფექტურს და კომფორტულს ხდის.

FlyAvia -ს რჩევები

როდესაც პრაღას ესტუმრებით, აუცილებლად გამოყავით გასეირნებისთვის დრო, მოირგეთ კომფორტული ფეხსაცმელი, რომ კომფორტულად მოინახულოთ და შეისწავლოთ უამრავი ვიწრო ქუჩა და შესახვევი. ასევე, გირჩევდით რომ ვიზიტამდე ისწავლოთ რამოდენიმე ძირითადი ჩეხური სიტყვა, რომ ადგილობრივებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს.

ქუთაისი პრაღა ავიაბილეთები

საქართველოდან პრაღაში შეგიძლიათ ჩაფრინდეთ პირდაპირი რეისით ქუთაისის აეროპორტი -დან, ქუთაისი პრაღა პირდაპირი რეისი სრულდება ავიაკომპანია Wizzair -ით, კვირაში სამჯერ – ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი.

[tp_direct_flights_route_shortcodes]
Origin cannot be blank.
Destination cannot be blank.

ქუთაისი პრაღა ავიაბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ FLYAVIA.GE -ზე ან დაგვირეკოთ 500505068

Scroll to Top
500505068