ქუთაისი აეროპორტი მგზავრთნაკადის ზრდით ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა.
ACI-ის 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მოხვდა.
ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან.