პეგასუსი – „ქუთაისში პირველივე კვირაში 8000-ზე მეტი ავიაბილეთი გაიყიდა“

„ქუთაისში, რეალიზაციის გახსნის პირველი კვირის განმავლობაში 8000-ზე მეტი ავიაბილეთი გაიყიდა“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანია „გასას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი შენგელიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გასულ წელს ტენდენცია დაფიქსირდა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ სამოგზაუროდ უფრო ხშირად დადიან.

„2023 წლის წარმატებამ საშუალება მოგვცა, რომ ახალი მიმართულებით განვვითარებულიყავით და მომხმარებლისთვის ისეთი ტურები შეგვეთავაზებინა, როგორიც იყო ორგანიზებული ტურები ინდოეთში, შრილანკასა და ტაილანდში. ამ მიმართულებით, 2024 წელს კიდევ უფრო დიდ ზრდას ველოდებით.

პეგასუსი -ს მხრიდან, ქუთაისიდან ფრენების დანიშვნა ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ქუთაისის აეროპორტში Wizzair -ი \”გაბატონებული იყო\” და მათი მდგომარეობის ფონზე, კონკურენციის გაწევა, საკმაოდ რთული გამოწვევა იყო. თუმცა ვფიქრობთ, რომ თავს კარგად ვართმევთ.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელი ჩვენი ავიაკომპანიის რეპუტაციას დადებითად აფასებს და არ ეშინია გრძელვადიან პერსპექტივაში ბილეთის შეძენა. საქართველოში ოპერირების 14 წლის განმავლობაში, კომერციული მიზეზის გამო არცერთი გაუქმებული რეისი არ გვქონია,“- აცხადებს შენგელია.

 

წყარო: bm.ge

Scroll to Top
500505068