ქართული ავიაკომპანია სერვის ეარი რეგიონის ქვეყნებში ფრენების შესრულებას გეგმავს

ავიაკომპანია „სერვის ეარი“, რომელიც ქვეყანაში შიდა ფრენებს Vanilla Sky -ის ბრენდით ახორციელებს, ზაფხულიდან ფრენების განხორციელებას რეგიონის ქვეყნებში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ახლად დანიშნულმა აღმასრულებელმა დირექტორმა იგორ აფციაურმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

რომელ ქვეყნებში განხორციელდება ან რა ინვესტიციის ჩადებას აპირებს კომპანია საერთაშორისო ფრენების დასაწყებად, იგორ აფციაურს არ დაუზუსტებია.

„ვაპირებთ საჰაერო ხომალდის დამატებას, რომელიც დაახლოებით 60-70-ადგილიანი იქნება და თბილისის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებს რეგიონში შევასრულებთ. ეს გეგმა ალბათ ზაფხულის სეზონიდან ეტაპობრივად განხორციელდება“, – განაცხადა აფციაურმა.

მისივე ინფორმაციით, \”სერვის ეარი\” შიდა ფრენების ახალი მიმართულებების დამატებასაც გეგმავს.

ავიაბილეთები ექსკლუზიურ ფასად ყველა მიმართულებით, დაგვირეკე ან მოგვწერე 500505068 (Whatsapp/Viber)

 

იაფი ავიაბილეთები

იაფი ავიაბილეთების კალენდარი

Scroll to Top
500505068