ქართული ავიაკომპანია Geosky -ის სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, პირველი ფრენა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 28 ივლისზეა დაგეგმილი. ინფორმაცია ამის შესახებ ავიაკომპანიამ 12 ივლისს გაავრცელა.
სატვირთო გადამზიდავი კომპანიის მიერ სამგზავრო მიმართულების განვიტარების შესახებ GeoSky -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თემურ ლელაძემ \”საქმიანი დილაში\” სტუმრობისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ ავიაბილეთები ს გაყიდვები 12 ივლისიდან დაიწყო, მსურველებს ბილეთების შეძენა კი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც 15 ივლისიდან შეეძლებათ. GeoSky -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ თბილისი-ბათუმის რეისზე ბილეთის ღირებულება 150 ლარიდან დაიწყება და სხვადასხვა მოთხოვნის – ბარგის, ცხოველის წაყვანისა და თუ სხვა პირობების შემთხვევაში შეიცვლება. რაც შეეხება ფრენის ინტენსივობას, Georgian Wings -ი კვირაში 12 ფრენა შეასრულებს.