რამდენ მგზავრს მოემსახურა იანვარში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, იანვარში, ქუთაისის აეროპორტი თ 151,939 მგზავრმა ისარგებლა. (2023 წლის იანვარი 85,338 მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. იანვარში აეროპორტში რეისები გასული წლის პერიოდთან შედარებით 66%-ით გაიზარდა და 486 რეისს მოემსახურა. ( 2023 წლის იანვარი – 293 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს.

რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.

Scroll to Top
500505068