საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით

2023 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 6 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 35%-ით აღემატება. საქართველოში მოქმედ ავიაკომპანიებს შორის პირველ ადგილზეა უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air -ი, რომელიც 1.27 მილიონ მგზავრს მოემსახურა – ეს 2022 წელთან შედარებით 682 ათასი მგზავრით, ანუ 116%-ით მეტია. ავიაკომპანიებს შორის ზრდით გამორჩეული იყო \”ჯორჯიან ეარვეისი\”, რომელმაც რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენის გამო, ნაკადის 178 ათასი მგზავრით, ანუ 120%-ით გაზრდა შეძლო.

2023 წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების მიხედვით საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების რეიტინგი:

 

1. Wizz Air – 1,270,737 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 116%
2. Turkish Airlines – 627,078 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 15%
3. Pegasus – 423,655 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 4%
4. Georgian Airways – 326,873 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 120%
5. Azerbaijan Airlines – 324,044 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 55%
6. Fly Dubai – 218,433 მგზავრი, კლება წინა წელთან -4%
7. El Al Israel Airlines – 202,469 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 56%
8. Belavia – 184,117 მგზავრი, კლება წინა წელთან -24%
9. Israir – 182,941 მგზავრი, კლება წინა წელთან -7%
10. Air Arabia – 155,303 მგზავრი, ზრდა წინა წელთან 16%

იაფი ავიაბილეთებისთვის დაგვირეკეთ 500505068

Scroll to Top
500505068