22 ივნისს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ჩატარდება საქართველოს ნაკრების მეორე თამაში ევროპის ჩემპიონატზე.
ჰამბურგი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალაქია მრავალი ღირსშესანიშნაობით. თუ თამაშზე დასწრებამდე ჰამბურგის მონახულებას გეგმავ, ჩვენ გირჩევთ რამოდენიმე ლოკაციას რომლის მონახულებაც ჰამბურგში შეგიძლიათ.
Planten un Blomen
თუ გსურთ ბუნებაში განტვირთვა, აუცილებლად ეწვიეთ ჰამბურგის ბოტანიკურ პარკს. ის ცნობილია წყლის სინათლის კონცერტებით, საზოგადოებრივი თეატრითა და მუსიკალური წარმოდგენებით. Planten un Blomen ღიაა მთელი წლის განმავლობაში და მისი მონახულება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.
St. Michael\’s Church
წმინდა მიქაელის ეკლესია არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი. ეკლესიის მთავარი სავიზიტო ბარათი არის მთავარანგელოზის დიდი ბრინჯაოს ქანდაკება, რომელიც ეკლესიის შესასვლელში დგას. 132 მეტრის საათის კოშკი ქალაქის ჰორიზონტის მნიშვნელოვანი მახასიათებელია და მდინარე ელბაზე მცურავი გემებისთვის სანავიგაციო დამხმარე საშუალება იყო.
Speicherstadt und Hafencity
ცნობილი, როგორც “საწყობების ქალაქი\”, არის ყველაზე დიდი საწყობო უბანი მსოფლიოში, სადაც შენობები დგას მუხის მორებზე. ის ასევე ცნობილია, როგორც ნეო-გოთიკური და მოდერნისტული არქიტექტურის განსაკუთრებული მაგალითი. საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის განვითარებისათვის, Speicherstadt -ს მიენიჭა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 5 ივლისს.
ჰამბურგის ავიაბილეთები
[tp_cheapest_ticket_each_day_month_shortcodes]
Origin cannot be blank.
Destination cannot be blank.
[tp_cheapest_ticket_each_day_month_shortcodes]
Origin cannot be blank.
Destination cannot be blank.