ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან აამოქმედა.

ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის თქმით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილებამდე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ 15 დღით გაჩერება ტაილანდში ვიზით რომელსაც ტაილანდში ჩასვლისას აეროპორტში იღებდნენ. 15 დღეზე მეტი ხნით გაჩერების მსურველებს კი უკვე წინასწარ უწევდათ ვიზაზე სტანდარტული განაცხადის შევსება. 15 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს 60 დღით შეეძლებათ ტაილანდში უვიზოდ ყოფნა.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068

Scroll to Top
500505068