georgian wings

თბილისი ბაქო – Georgian Wings საერთაშორისო ავიარეისებს იწყებს

ქართული ავიაკომპანია Geosky -ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings -ი შიდა რეისების შემდეგ საერთაშორისო ავიარეისებს იწყებს. 6 სექტემბრიდან ავიაკომპანია თბილისი ბაქო თბილისი ს საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. რეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. ბილეთები ჯერჯერობით გაყიდვაში არ არის.

აღსანიშნავია, რომ Georgian Wings -ს, რომელიც თბილისი ბათუმი თბილისი ს მიმართულებაზე კვირაში 12 სიხშირით ასრულებს რეისებს  კიდევ ერთი იტალიურ-ფრანგული წარმოების, 70 მგზავრზე გათვლილი ATR-72 ტიპის საჰაერო ხომალდი შეემატა. ავიაპარკის ზრდა კი ავიაკომპანიას აძლევს საშუალებას, რომ შიდა რეგიონალური ფრენების გარდა, მგზავრებს ახალი მიმართულებები და დამატებითი ავიარეისები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ Georgian Wings -ი 31 ივლისიდან ყოველდღიურად ასრულებს რეისებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით შეუფერხებლად.

ბიუჯეტური ავიაბილეთების შესაძენად დაგვირეკე 500505068

წყარო: avianews.ge

Scroll to Top
500505068