თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტი უამინდოების მიუხედავად ფრენებს შეუფერხებლად ახორციელებს

უამინდობის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად მუშაობს. როგორც bm.ge-ს \”TAV Georgia\”-ში განუცხადეს, დღეისთვის არც ერთი ფრენა არ გაუქმებულა, მათ შორის არც სტამბოლის მიმართულებით, სადაც დიდთოვლობაა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სტამბოლში მოსული დიდი თოვლის გამო, გაუქმდა სტამბოლი-თბილისის რეისები, შესაბამისად, ვერ შესრულდა თბილისის სტამბოლის ფრენებიც.

თურქული მედიის ცნობით, სტამბოლში დიდთოვლობის გამო, მხოლოდ Turkish Airlines -მა 170 ფრენა გააუქმა სტამბოლის ორივე აეროპორტიდან.

იაფი ავიაბილეთები

სასტუმროები

იაფი ავიაბილეთების კალენდარი

Scroll to Top
500505068