wizzair

WizzAir -ი საქართველოში რეისების რაოდენობას ამცირებს

სრულად შეჩერდება ფრენა ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქ გდანსკს შორის, ამ მომენტში ფრენები ასევე შეჩერებულია ქუთაისი ვროცლავი -ს მიმართულებით, აღდგება თუ არა რეისები ამ მიმართულებაზე ჯერ ისევ უცნობია. ხოლო იტალიის მიმართულებით, ქუთაისი რომის რეისზე, თვითმფრინავი დაჯდება ჩამპინოს აეროპორტში, ფიუმიჩინოს საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად. ეს ცვლილება მანამდეც იყო ცნობილი და მარტის ბოლოდან შედის ძალაში.

რეისების შეჩერებისა და შეცვლის გადაწყვეტილება შეეხება სხვა ქვეყნებსაც  – სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრიას, ლიეტუვას, ლატვიასა და სხვა. ამის შესახებ Lowcostavia წერს.

ავიამიმოსვლის გრაფიკში შეტანილი ცვლილებების მიზეზად დასახელებულია Airbus -ის ძრავების მომსახურებასთან დაკავშირებული გამოწვევები. Airbus-ების შემოწმების პროცესი შარშან დაიწყო, Pratt & Whitney-ის PW1100G ძრავებში აღმოჩენილი ხარვეზის გამო, რაც ექსპლუატაციის ვადებს ამცირებს.

შემოწმების პროცესი Wizz Air -ისთვის დამატებითი საზრუნავი გახდა, რადგან თვითმფრინავების გაჩერებას მოითხოვს.

LowcostAvia-ს ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ პირველი კვარტლის ბოლოს Wizz Air -ს, სულ ცოტა, 45 თვითმფრინავის გაჩერება მოუწიოს, რაც მისი ავიაპარკის 1/5-ს შეადგენს.

*აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა ცვლილებებმა და მიმართულებების შეჩერებამ გავლენა იქონია ქუთაისიდან სხვა მიმართულებების ფასებზე, ავიაბილეთების ფასები შესამჩენევად არის გაზრდილი.

ავიაბილეთების გადასამოწმებლად ან დასაჯავშნად დაგვირეკეთ 500505068

 

Scroll to Top
500505068