georgian airways

Georgian Airways -ს ახალი საჰაერო ხომალდი ყავს, რომელსაც 12 საათიანი უწყვეტი ფრენა შეუძლია

საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისის“ ფლოტშია.

,,ჯორჯიან ეირვეისი” მუდმივად ზრუნავს მისი მგზავრების კომფორტისთვის, მოემსახუროს მათ თანამედროვე საფრენი ხომალდებით.
ამ მიზნით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ავიაპარკს კვლავ აფართოვებს.

ავიახომალდი „ბოინგ 767-300“ „ჯორჯიან ეარვეისს“ აშშ-ის ყველაზე უმსხვილესი კომპანიისგან ლიზინგის წესით გადაეცა. აღსანიშნავია, რომ “ჯორჯიან ეარვეისის” ავიაპარკის ავიახომალდების უმეტესი ნაწილი აშშ-ის სალიზინგო კომპანიებისგან არის გადაცემული.

აღნიშნული ავიახომალდი ქართული ავიაციის ისტორიაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი სამგზავრო თვითმფრინავია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სამგზავრო „ბოინგ 767-300“ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და „ჯორჯიან ეარლაინს გრუპის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილს თამაზ გაიაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა აღნიშნული ავიახომალდის უპირატესობების, უსაფრთხოებისა და კომფორტის მაღალი სტანდარტების შესახებ.

,,ბოინგ 767-300“ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია. იგი გამორჩეულია მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.

„ბოინგ 767-300“-ის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. ავიახომალდს უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესაძლებლობა გააჩნია.

250-ადგილიანი ავიახომალდის ბორტზე განთავსებულია პირველი კლასის სალონი. ყველა სავარძელი, როგორც პირველი და ბიზნეს კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ავიახომალდი დაათვალიერეს მისმა მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა გოჩა მეზვრიშვილი, კომპანია „TAV Georgia“-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ და “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვრიშვილმა.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068

Georgian Airways ავიაბილეთები

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ბერლინი3 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 938 -დან
ბათუმი8 ოქტომბერი 202618 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 496 -დან
ლარნაკა10 ოქტომბერი 202615 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 921 -დან
ნიცა7 ოქტომბერი 202610 ოქტომბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 316 -დან
ნოვოსიბირსკი6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 261 -დან
რომი18 ნოემბერი 202625 ნოემბერი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 208 -დან
Scroll to Top
500505068