ისრაელი

ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის სპეციალური წესები ამოქმედდა

ისრაელის სახელმწიფოში მოგზაურობის მსურველთათვის ETA-IL -ი, ანუ წინასწარი ავტორიზაციის სისტემა დაინერგა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს, ავტორიზაციის გავლა 2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითია. 2024 წლის 1 აგვისტოდან სავალდებულო გახდება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს უვიზო რეჟიმით ისრაელის სახელმწიფოსთან, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ისრაელის სახელმწიფოში გამგზავრებამდე სულ მცირე 72 საათით ადრე გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://israel-entry.piba.gov.il/

ETA-IL სისტემაში წინასწარ ავტორიზაციაზე გაცემული თანხმობა ძალაშია 2 წლის განმავლობაში, ან მოქალაქის პასპორტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, იმის მიხედვით, თუ რომელი თარიღი უფრო ადრე დადგება.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკეთ 500505068

Scroll to Top
500505068