საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს

Henley Passport Index-მა ყველაზე ძლიერი პასპორტების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქის უვიზოდ მოგზაურობის მასშტაბებს განსაზღვრავს.

საქართველო აღნიშნული რეიტინგის 44-ე ადგილზე იმყოფება, რომლის მიხედვითაც ქართველებს 122 ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება აქვთ. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი და თურქეთი 45-ე ადგილზე იმყოფებიან 116 ქვეყანაში უვიზოდ წასვლის შესაძლებლობით, აზერბაიჯანი 69-ე ადგილზე იმყოფება 71 ქვეყნის უვიზოდ მონახულების შესაძლებლობით, ხოლო სომხეთი 72-ე პოზიციაზეა, 68 ქვეყნით.

რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების ხუთეულს, ის ასე გამოიყურება:

პირველ ადგილს სინგაპური იკავებს 195 ქვეყნით
მეორეზე – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ესპანეთი იმყოფება, თითოეული ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ 192 ქვეყანაში წასვლა შეუძლიათ
მესამეზე – ავსტრია, ფინეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და შვედეთი იმყოფება 191 ქვეყნით
მეოთხეზე – ბელგია, დანია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი – 190 ქვეყნით
მეხუთეზე – ავსტრია და პორტუგალია იმყოფება 189 ქვეყნით.

იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვირეკე 500505068

მოამზადა BPN

Scroll to Top
500505068